logo_geo
ირმა ინაშვილი ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს!
- +

25 ნოემბერი. 2016. 14:08



პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებით, განათლების სისტემაში უმძიმესი ვითარებაა.


ინაშვილი ფრაქციის სხდომაზე, სადაც „საქართველოს პატრიოტები" პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, განათლების მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისას დაინტერესდა, თუ რას გეგმავს ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სისტემაში და იქნება თუ არა შენარჩუნებული განათლების ქართულ სისტემაში ეროვნული ღირებულებები.



არ ვიცი, რა არის ნეგატიური ქართულ ზღაპრებში და ცოტა უხერხული იყო თქვენი მხრიდან ქართული ზღაპრების ამ სტილში რევიზია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ახალ თაობას ვუნერგავდეთ ჩვენი ქართული ზღაპრების სიყვარულს და ჩვენი ეროვნული გმირების თუ ისტორიული პერსონაჟების სიყვარულს, სამწუხაროდ, გამოვდივართ და ამ ყველაფერს ვაკნინებთ, რაც ძალიან ცუდია. დღეს არის უმძიმესი ვითარება. ახალი თაობა ვეღარ არკვევს, ვინ იყო ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი. სკოლის მოსწავლეებს არ სჯერათ, რომ არსებობდა ცოტნე დადიანი. მთავარი მიმართულება უნდა იყოს არა დაცინვა და გაქილიკება ჩვენი ეროვნული ფასეულობების, გმირების, ზღაპრების, ისტორიული მოვლენების თუ პერსონაჟების, არამედ მათი წარმოჩენა და თაობების გაზრდა ამ ეროვნულ ღირებულებებზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 


 

big_banner
არქივი