logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: მომხრე ვართ, გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები
- +

13 ნოემბერი. 2020. 21:45

 

 

ოკუპირებული აფხაზეთი მომხრეა გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ამ ფორმატს განიხილავს მნიშვნელოვან მექანიზმად სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში.

 

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ასევე გაკეთდა, ეუთო-ში ამერიკის ელჩის, ჯეიმს გილმორის, განცხადებაზე. გილმორი ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 12 ნოემბერს გამოვიდა სიტყვით.

 

„ჟენევის დისკუსიების მუშაობაში დაინტერესებულია ყველა მონაწილე. უკვე დროა ამის გაცნობიერება და შეწყდეს ამ თემაზე სპეკულირება“ , - განაცხადეს დე-ფაქტო უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი