logo_geo
თეა წულუკიანი: 8 მარტს, თავზე დავიყარეთ ნაცარი და ახლა, ამ ნაცარდაყრილებმა მოვიგეთ ეს არჩევნები
- +

15 ნოემბერი. 2020. 02:46

 

„ჩვენ, 8 მარტს თავზე დავიყარეთ ნაცარი და ახლა, ამ ნაცარდაყრილებმა მოვიგეთ ეს არჩევნები, გავედით პირველ ადგილზე, ახლა გვეუბნებიან, რატომ გახვედი ნაცარდაყრილი პირველ ადგილზეო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დასანანია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში.

 

„მეორე ტურში გამარჯვების იმედი გვაქვს და უფრო მეტნი ვიქნებით პარლამენტში. ჩვენ, მოპოვებული ხმების ოდენობა და ის გამარჯვებები, რომელიც მეორე ტურში გვექნება, ხელს არ გვიშლის, რომ პარლამენტი სრულფასოვნად შედგეს.

 

ჩვენ, 8 მარტს თავზე დავიყარეთ ნაცარი და ახლა, ამ ნაცარდაყრილებმა მოვიგეთ ეს არჩევნები, გავედით პირველ ადგილზე, ახლა გვეუბნებიან, რატომ გახვედი ნაცარდაყრილი პირველ ადგილზეო, გავედით და დამთავრდა. ახლა დროა, ვისაც უნდა, პარლამენტის კარი ღიაა და შევიდეს. დიალოგიც გაგრძელდეს და ახალი ტიპის შეთანხმება შედგეს, თუმცა ეს არ იქნება ახალი არჩევნები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი