logo_geo
კახა კალაძე: მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება
- +

24 ნოემბერი. 2020. 19:39

 

 

"მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს - როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას და მათ გარეშე შეგვეძლოს ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკების წარმოება. თუმცა, ალბათ ჯერ არ ვართ მზად ამისთვის, ამას სჭირდება გარკვეული დრო და აქამდეც მივალთ", - განაცხადა კალაძემ.

 

big_banner
არქივი