logo_geo
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა
- +

10 დეკემბერი. 2020. 18:36

 

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე ხვალ უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

 

კერძოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი