logo_geo
ანდრეა ბოშკორი: მსურს ვნახო, როგორ დაიკავებს თავის მანდატს პარლამენტში მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრები
- +

11 დეკემბერი. 2020. 02:19

 

„ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახლად არჩეულ პარლამენტში, საბოლოოდ უნდა მიაღწიონ კონსენსუს და უნდა მიიღონ მანდატები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრეა ბოშკორმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე.

 

მისი თქმით, პარტიებმა პატივი უნდა სცენ ამომრჩევლების დემოკრატიულ არჩევანს.

 

პარლამენტი პირველად ხვალ შეიკრიბება, რამაც ქვეყანა არსებული კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს, მალე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია შეაჯერებს განსხვავებულ შეხედულებებს. მსურს ვნახო, როგორ დაიკავებს თავის მანდატს პარლამენტში მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრები. საქართველოს სჭირდება ფუნქციონალური პარლამენტი. გასულ კვირაში მიმდინარე პროცესები ერთგვარი ტესტია პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც ავლენს, რომელია მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, ქვეყნის თუ პირადი ინტერესები. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიულ პროცესებში და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევაში, მიუხედავად არსებული სირთულეებისა. ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ ქვეყანა, სადაც ახალ ევროპულ საქართველოში ყველა პარტია ერთად იმუშავებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ხვალ პარლამენტი ფუნქციონირებას დაიწყებს“, – განაცხადა ანდრეა ბოშკორმა.

big_banner
არქივი