logo_geo
ვაშინგტონის პასუხი რუსეთს!
- +

25 ნოემბერი. 2016. 19:12



აშშ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დოკუმენტს ვლადიმირ პუტინმა 22 ნოემბერს მოაწერა ხელი. გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ასევე მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების ნაწილია.


ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეთანხმების ძალაში შესვლას გამოეხმაურა, ვაშინგტონი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ დოკუმენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.


„ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმების ლეგიტიმურობას. ის არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას. აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო რჩება. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.





 

big_banner
არქივი