logo_geo
თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას: ეს არის თქვენი „ევროპელობა“!
- +

25 ნოემბერი. 2016. 19:50



იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საპარლარლამენტო უმცირესობის წევრს გიგა ბოკერიას მიმართავს:


ბატონო გიგა, ჩვენ 9 წელი გიყურეთ, თუ როგორ ამახინჯებდით ფაქტებს. გუშინ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, მე არ ვარ ის ადამიანი, როდესაც რამეს იტყვის და მერე უკან დაიხევს. დიახ, თქვენპატრიოტთა ალიანსთან" ერთად ხართ დღეს პარლამენტში ოპოზიცია. თუ ბევრი კანონპროექტი იქნება, ვფიქრობ, მათთან ერთად შევძლებთ თანამშრომლობას - მეთქი და ამას ვადასტურებ დღესაც.

 

თქვენ ძალას რაც შეეხება, ყველა ის ევროპული კანონი ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო რეფორმა, რაც 4 წლის განმავლობაში შემოგვქონდა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს ავტორობით, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტროს და ამ მთავრობის ავტორობით იყო, ერთხელაც არ დაგიჭერიათ მხარი. ეს არის თქვენი ბრჭყალებში ევროპელობა. მთელი თქვენი ცხრა წლის პოლიტიკა ანიტევროპული იყო და აქ შევჩერდები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



 

big_banner
არქივი