logo_geo
სანდრო რაქვიაშვილი: ნამდვილად იყო საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს, რაც კრიზისს გააღრმავებს, ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით, ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა
- +

19 იანვარი. 2021. 16:06

 

„ნამდვილად იყო იმაზე საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს და ამან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გამოიწვიოს, ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამას, ვამბობდით, რომ ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა“, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, რევოლუციის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

 

თუმცა, მისივე შეფასებით, რევოლუციის პრაქტიკული წინაპირობები არ არსებობს და ხალხში შესაბამისი მუხტი არ არსებობდა.

 

„ნამდვილად იყო იმაზე საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს და ამან შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გამოიწვიოს. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამას და ვამბობდით, რომ ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა. თუმცა ეს არ იყო რევოლუცია, ეს უფრო იყო მშიერი ხალხის ბუნტი და პრობლემა იმაშია, რომ არ შეიძლება, აქამდე მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამაზე გვქონდეს გათვლა.

 

ბუნებრივია, რევოლუციის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ თქვა, პარლამენტში არ შევალთო. თუ მართლა არ შევალთ და მოლაპარაკებები ჩაიშლება, მეტი აღარაფერი გვრჩება, ამიტომ დავინტერესდით, მართლა ვაპირებთ რევოლუციას, თუ არა. მე სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკოსი რევოლუციონერი არ ვარ, ვხვდები, რომ უნდა იყოს ამის პრაქტიკული წინაპირობები. ჩვენ რომ მიტინგები მოვაწყვეთ, არსად იგრძნობოდა, რომ ეს გაბრაზებული ხალხის მიტინგია და, აი, ახლა ცოტაც, 5 ათასიც და უკვე დავამხობთ მთავრობას, პირიქით, ეს იყო მიტინგი, სადაც ხალხი ჩამოვიდა, დადიოდა ემოციის გარეშე, არანაირი მუხტი არ არსებობს იმისა, რომ რევოლუცია ახლოვდებოდეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი