logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლების შეთავაზებები პოლიტიკური შეთანხმების საშუალებას იძლევა
- +

15 მარტი. 2021. 14:18

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ეხება.

 

„ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ეხება. რატომღაც, ეს ყოველთვის მეორე პლანზე დგას ხოლმე და წინ დღევანდელი ცხელი ამბებია წამოსული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ამასთან, ქადაგიშვილმა მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი სურვილია, დღევანდელი დღე მხარეებს შორის შეთანხმების კუთხით გადამწყვეტი იყოს.

 

ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად კონსტრუქციულია.

 

„რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, არ ვიცი, დღევანდელი დღე იქნება თუ არა გადამწყვეტი, თუმცა, ვისურვებდი, გადამწყვეტი იყოს. ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად კონსტრუქციულია და ყველა თემასთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯია გადადგმული ან ისეთი შეთავაზებები აქვს გაკეთებული, რაც ყველაზე კარგ საშუალებას იძლევა, რათა პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს, თუკი მეორე მხარეს ოდნავ მაინც გააჩნია შეთანხმებაზე წამოსვლის სურვილი. მთავარია, მეორე მხარეს აქვს თუ – არა ამის სურვილი. თუ ეს სურვილი რეალურად არსებობს, მაშინ მაგიდაზე დადებული შეთავაზებები ამის ძალიან კარგ და სამართლიან საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი