logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ოლივერ ვარჰეისთან განვიხილეთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე
- +

16 მარტი. 2021. 16:17

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

როგორც მთავრობის მეთაური წერს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ  რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას.

 

„ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

 

big_banner
არქივი