logo_geo
კრისტიან დანიელსონი: იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე
- +

19 მარტი. 2021. 01:01

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება სერიოზულად იფიქრებს შექმნილ ვითარებაზე და კომპრომისებზე წავლენ.

 

„პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი ამ კრიზისის გადაწყვეტილება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთის და ევროპული მისწრაფებებისთვის.

 იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. სრულიად მჯერა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

big_banner
არქივი