„მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომელიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვაის არის პრიორიტეტი“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სახელმწიფოსთვის, საქართველოთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან იყო მზადყოფნა. ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმების მისაღწევად. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომელიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვაის არის პრიორიტეტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.