logo_geo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ
- +

20 მარტი. 2021. 16:38

 

„პირობა, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან დავდეთ, ისევ უცვლელია. მაინც მთხოვთ მოლაპარაკების დეტალებს. გთხოვთ, ეს პირობები მოსთხოვოთ მათ, ვინც ეს პირობები დაარღვია. ეს პირობები უკვე დაარღვიეს როგორც პარლამენტის გარეთ მყოფმა, ისე - პარლამენტში შემოსულმა ჩვენმა კოლეგებმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია თავადაც არ მალავს, რომ შეთანხმების მისაღწევად, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და მათი ერთადერთი კომპრომისი მაგიდასთან ჯდომა იყო.

 

„გახსოვთ, როგორ გამოვიდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და თქვა, რომ მათი კომპრომისი იყო ის, რომ მოლაპარაკების პროცესში იყნენ ჩართულები. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეს მათ თქვეს, ჩვენი შეფასება კი არაა. ვეთანხმები, მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. თუ კითხვას დაუსვამთ, რა ნაბიჯი გადმოდგეს მათ, რომელსაც, შეიძლებოდა, თეორიულად მაინც დარქმეოდა კომპრომისული ნაბიჯი, ვერ გიპასუხებენ. ყველა ეთერში, მათმა ყველა წარმომადგენელმა ამ კითხვას თავი აარიდა. მათი მხრიდან, არცერთი კომპრომისული ნაბიჯი და წინადადება არავის უნახავს,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/192903/mamuka-mdinaradze-opozitsiaze-mati-ertaderti-kompromisi-iko-is-rom-ubralod-molaparakebis-magidastan-iskhdnen

 

big_banner
არქივი