logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვას ელჩს შეხვდა
- +

22 მარტი. 2021. 12:49

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვას როლი.

 

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროში ლიეტუვასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა. შეხვედრას ლიეტუვას რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი დაესწრო.

 

big_banner
არქივი