logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს არც ერთი სხვა პარტიის პარლამენტში შესვლა, რაც პოლიტიკური შეუთანხმებლობის პროცესში კარგად გამოჩნდა
- +

25 მარტი. 2021. 13:01

 

„პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე და საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მცირე მხარდაჭერის პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში შემოვიდნენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი სხვა პარტიის პარლამენტში შესვლა არ აწყობს, რაც პოლიტიკური შეუთანხმებლობის პროცესში კარგად გამოჩნდა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს არც ერთი სხვა პარტიის პარლამენტში შესვლა. ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პოლიტიკური შეუთანხმებლობის პროცესში კარგად გამოჩნდა. მოლოდინი მაქვს, რომ ბევრი სხვა პარტია იმ პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტში მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების შესვლას. ოპოზიციის წინასწარი მზაობა შეუთანხმებლობისთვის მტკიცდება იმით, რომ საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინ ისინი აქციებს აანონსებენ, შეთანხმებისთვის „ქართული ოცნების” მზაობა კი  მტკიცდება იმით, რომ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, რომელიც ცნობილია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი