logo_geo
„მზად ვართ, აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისთვისაც“
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:16



სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანთა შინაპატიმრობის წესის ამოქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში იგივე პრინციპი ამოქმედდება სრულწლოვან მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.


მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა შინაპატიმრობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის. ამავდროულად, მზად არის ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი სანქციის სახით სრულწლოვანი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისთვისაც", - განაცხადა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ ეს მოდელი პატიმრების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. 


 

 

 

right_banner big_banner
არქივი