„სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში იქნეს ჩართული.
„სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაცა მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთგზის დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, სასჯელმისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული ამ მოლაპარაკებაში.
მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილი არის გაგდების პირას უკრაინაში. მას დღეს თუ ხვალ გააგდებენ. ის კორუფციულ სკანდალშია გახვეული. ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერია დადგმული შოუ. სააკაშვილმა თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი 9 წელი, რაზეა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.