logo_geo
ირაკლი კობახიძე: კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი განვიხილეთ
- +

29 მარტი. 2021. 15:16

 

„პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ კრისტიან დენიელსონს საქართველოში მეორედ ჩამოსვლისა და მისი ძალისხმევისთვის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ ძალიან მაღალია,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც დიალოგი მიმდინარეობს.

 

„დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი