logo_geo
კრისტიან დანიელსონი: საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები
- +

31 მარტი. 2021. 00:39

 

საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა   განაცხადა.

 

ეს არ არის ევროკავშირის მეთოდები. ჩვენი მეთოდი მედიაციაა, ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს.

კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, რათა ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, დიდ ამბიციებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა კომპრომისის მისაღწევად“, - განაცხადა დანიელსონმა.

 

big_banner
არქივი