logo_geo
არჩილ თალაკვაძე: გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამეტური რეფორმები, რაც დოკუმენტში იყო მოცემული, განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტში
- +

31 მარტი. 2021. 00:58

 

„მედიატორის მიერ შემოტავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევ ერთგულია, რომ ემსახუროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამეტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული განვახორციელოთ რაციონალურად, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

big_banner
არქივი