logo_geo
არჩილ თალაკვაძე: კრისტიან დანიელსონმა შემოგვთავაზა ტექსტი, ხოლო ოპოზიცია არ იყო მზად მის ხელმოსაწერად
- +

31 მარტი. 2021. 01:23

 

ჩვენ დავაზუსტეთ ტექსტში, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია ასევე შეეხებოდა ნიკა მელიას. გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას.

ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის.

ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს არის რუსეთის ინტერესების გატარება. ეს ხელს უშლის იმას საქართველოს სწრაფ პროგრესსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენ დავაზუსტეთ ტექსტში, რომ ეს ამნისტია ასევე შეეხებოდა ნიკა მელიას. გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს კანონის უზენაესობას, და ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ ნიკა მელიას გირაო უნდა იყოს გადახდილი. ამ პოზიციას კანონის უზენაესობა ითვალისწინებს. კრისტიან დანიელსონმა შემოგვთავაზა ტექსტი, ხოლო ოპოზიცია არ იყო მზად მის ხელმოსაწერად. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

big_banner
არქივი