logo_geo
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა
- +

31 მარტი. 2021. 02:57

 

ბრიუსელში იმაში დარწმუნებული დავბრუნდები, რომ ის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ამ ფურცლის გადაშლას და წინ, თავისი მომავლისკენ წასვლას შეძლებს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მეორე უშედეგო რაუნდის დასრულების  შემდეგ.

 

მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს დაეხმაროს.

 

„ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით იმას თუ რა მოხდებოდა და სრულად ვიზიარებ თქვენს გაღიზიანებას. მაგრამ ასევე მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ პროცესში დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, მედია კი პროცესს ძალიან მაღალ დონეზე აშუქებდა და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულებს ხდიდა.

ბრიუსელში იმაში დარწმუნებული დავბრუნდები, რომ ის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ამ ფურცლის გადაშლას და წინ, თავისი მომავლისკენ წასვლას შეძლებს. და რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს ამ გზაზე ყველა ნაბიჯში დაეხმაროს“, - განაცხადა დანიელსონმა.

 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

 

big_banner
არქივი