logo_geo
მამუკა მდინარაძე: არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, თითქოს ის პოლიტპატიმარია
- +

31 მარტი. 2021. 15:35

 

„არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საკითხი სერიოზულად მსჯელობის საშუალებას არ იძლევა.

 

„მოცემულობაა, რომ ამ ადამიანმა ეს თანხა ფორმალურად ჩარიცხა, რათა პოლიტიკასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელეარხთან თითქოს თავისი კონტაქტი დაეფიქსირებინა. მას ამ 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, ეს არის მთავარი ამბავი და ყველამ ხომ კარგად ვიცით? პირადად ამ ადამიანის შიშით თუ ერთმანეთს ვერ უმხელენ, ეს არ ვიცი, მაგრამ გიორგი რურუას პოლიტპატიმარს უწოდებდე, რომელიც ერთი მხრივ, კრიმინალური ავტორიტეტია და მეორე მხრივ, პოლიტიკასთან მისი კავშირი არ არსებობს და ერთადერთი 2 500 ლარია სასაცილო კავშირი პოლიტიკასთან, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რასაც გვიმტკიცებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი