logo_geo
ლევან იზორია: მინდა ერთი ფაქტი იცოდეს საზოგადოებამ...
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:44


 

„მინდა ერთი ფაქტი იცოდეს საზოგადოებამ, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ამაზე ინფორმაცია ექნება, თუ არ აქვს ეს სამწუხაროა", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზესაპასუხოდ განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც გაქრა მიემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ჯიბეში.

 

„თქვენი ხელისუფლების პირობებში, 32 მილიონი დოლარი გაქრა 2005-2008 წლებში, კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული, ასევე ბატონო გიგა ბოკერია, თქვენ საყურადღებოდ, რადგან თქვენ იყავით პასუხისმგებელი პირი. 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად. ეს საქმეები პროკურატურაშია, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ საჯაროდ ვამბობ, რადგან  მოსახლოებამ უნდა იცოდეს, როგორ ზრუნავდით მათ თავდაცვისუნარიანობაზე. მოდით ყველამ ვთქვათ, სად მიემართებოდა ეს თანხები. ეს თანხები მიემართებოდა თქვენს ჯიბეში. წინასაარჩევნო კამპანიაც შემიძლია ვივარაუდო, რომ სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, როდესაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, როდესაც შედეგად გაქვს დაკარგული ტერიტორიები და როდესაც ხალხს უნდა უთხრათ ამის შესახებ", - განაცხადა იზორიამ.


 

big_banner
არქივი