logo_geo
ირაკლი კობახიძე: პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან
- +

1 აპრილი. 2021. 14:20

 

 

„გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც გუშინ ცუდი საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა აფრიალებდა. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი