logo_geo
მამუკა მდინარაძე: შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში
- +

2 აპრილი. 2021. 19:25

 

ფრაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან მმართველი პარტია რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„უმრავლესობის სხდომა ბუნებრივია და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას, არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ.

ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ თითქმისმ ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში შევხედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

big_banner
არქივი