logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალებს": არჩევნები წააგეთ იმ გუნდთან, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე!
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:44


 

„თქვენ არ გინდათ აღიაროთ, რომ არჩევნები წააგეთ იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობ", - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 

„საერთოდ ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. თქვენ არ გინდათ აღიაროთ, რომ წააგეთ არჩევნები იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც ვხელმძღვანელობ პირადად მე. ეს არის მთელი უბედურება და ეს არის ამ კამპანიის ნაწილი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უდიდესი დამსახურება, „ქართული ოცნების" დამფუძნებელია და იყო მისი საჯარო აქტივობაც წინასაარჩევნო პერიოდში. ეს თქვენ გაწყობთ, რომ ასე წარმოაჩინოთ. ყველანაირი შეურაცხყოფების აყოლის გარეშე უბრალოდ გავატარებ თქვენს ამ კომენტარს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი