logo_geo
რა განცხადება გააკეთა გიორგი კანდელაკმა, რომლის გამოც დიპლომატები შეშფოთებული არიან!
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:01


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადების გამო დიპლომატები შეშფოთებულები არიან. მისი თქმით, კანდელაკის განცხადება შეფასდა როგორც ქვეყნის შეურაცხყოფა.


„როგორც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნის საპატიო კონსულმა, მივიღე სხვადასხვა სატელეფონო ზარები სადაც გულწრფელად იყო ხაზგასმული შეშფოთება. ეს ქმედება იყო შეფასებული არა ერთი ადამიანის შეურაცხყოფად, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფად. თუმცა, ეს მოხდა განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში. ეს სამწუხარო ფაქტია და მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ამ ადამიანის (გიორგი კანდელაკის) გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად კრიტიკულად მიუდგებიან ასეთი ტიპის გამონათქვამებს და მომავალში ჩვენ დავდგებით არა პარტიის, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე", - განაცხადა ოდიშარიამ.

 


 

big_banner
არქივი