logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი
- +

15 აპრილი. 2021. 12:38

 

„ოპოზიციის განცხადებები „საერთო სახალხო ერთობაზე“ არის ფუჭი - ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის რეგიონებში გასვლისა და 15 მაისის აქციისთვის მზადების კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ცხოვრების მთავარი დღის წესრიგია დესტაბილიზაცია.

 

„საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში საერთო სახალხო ერთობა დგება ხოლმე არჩევნების შემდეგ, ამ საერთო სახალხო ერთობას, რომელიც ამომრჩეველმა ასე მრავალფეროვნად წარმოუდგინა ჩვენს ქვეყანას, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს. მათი განცხადებები საერთო სახალხო ერთობაზე არის ფუჭი განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არ დევს და მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია მოხდეს ამ ქვეყანაში, ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი, შანსები დესტაბილიზაციის არის მინიმალური“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი