logo_geo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ხელში იარაღი აღარ აქვთ და სასტვენიღა შერჩათ ჯერჯერობით
- +

15 აპრილი. 2021. 17:58

 

 

„ხელში იარაღი აღარ აქვთ და სასტვენიღა შერჩათ ჯერჯერობით“, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ 15 მაისის აქციისთვის მზადებას და განცხადებებს „საერთო სახალხო ერთობაზე".

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ხალხის სახელით საუბარი უხერხულია.

 

„სიტყვა „ხალხი“ სადაც არის, უხერხულია, რომ ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვისაც ამ ხალხის სისხლი აქვს დაღვრილი პირდაპირი გაგებით. ახლა იმ ავადსახსენებელ 9 წელზე ნუ საუბრობთო, რომ გვეუბნებიან, დღესაც ხდება, უბრალოდ, ხელში იარაღი აღარ აქვთ და სატვენიღა შერჩათ ჯერჯერობით.

 

ხალხის სახელით ლაპარაკს სჯობს თავი დაანებონ. საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოიარა ხალხმა იმ სადისტური მმართველობის პერიოდში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი