logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ველით საქართველოს პარლამენტში
- +

19 აპრილი. 2021. 22:25

 

 

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

 

 

მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს და რაც მთავარია ჩვენ მოქალაქეებს, იმისათვის რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს, ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი