logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას
- +

20 აპრილი. 2021. 00:08

 

 

„მინდა ბატონ მიშელს გადავუხადო დიდი მადლობა  გაწეული ძალისხმევისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტიების მიერ შარელ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

 

პრეზიდენტმა შარლ მიშელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„თქვენი ჩართულობა, ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს – ერთი, რომ საქართველოს, გეთანხმებით, სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ევროკავშირისთვის მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა.

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მგონი მთელი საზოგადოებისთვის არის ძალიან დიდი რამ. მაგრამ, მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას, ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ ძალიან სწრაფად მუშაობას და მე ძალიან მინდა, რომ ეს დაიწყოს ხვალვე თქვენი ვიზიტით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი