logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას მოვახსენებთ ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში
- +

20 აპრილი. 2021. 03:00

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს.

 

„დღეს გამარჯვებული საქართველოა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმებას. მადლობას მოვახსენებთ ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

big_banner
არქივი