logo_geo
კახა კუჭავა: გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს
- +

24 აპრილი. 2021. 15:47

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტლება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას.

 

კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც პარლამენტია, შესაძლებლობად უნდა გამოიყენონ.

 

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ. ვთვლი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კუჭავამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. ის ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

big_banner
არქივი