logo_geo
ალექსანდრე ელისაშვილი: კარგია რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე სჯობდა ეს მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
- +

27 აპრილი. 2021. 14:15

 

 

„საინტერსო დღეა დღეს, კარგია რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე სჯობდა ეს მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს,“  - ასე გამოეხმაურა „მოქალაქე“ ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლთა შესვლას.

 

მისივე თქმით, ეს რომ  უფრო ადრე მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა სჯობს წარსულზე აღარ ილაპარაკონ  და წინ იყურონ - ქვეყანაზე, ხალხზე ილაპარაკონ და ხალხის პრობლემებზე იზრუნონ.

 

„მე და ლევან იოსელიანი თებერვლის დასაწყისში შემოვედით, ევროპელი სოციალისტების შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ აქ შემოვედით, ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი, გარეთ რომ არიან იმათაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმათ  მათ სრულად. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, რატომ? იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცით, რომ ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, და მეორე მიზეზი რატომაც ვითმენდით, იყო ის, რომ დღევანდელი დღე მოვიდოდა და მხოლოდ ექვსი კაცი ოპოზიციიდან  არ ვიქნებოდით, ამ დარბაზში წარმოდგენილები. არავისთან საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ ჩვენ  არ ვართ შემოსულები. ხალხის სამსახურისთვის  შემოვედით - წინ ვიყუროთ, ქვეყანაზე ვილაპარაკოთ, მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, იმისთვის რომ ქვეყანასთან და ჩვენს სინდისთან ვიყავით მართლები. ჩვენი აქ შემოსვლის ერთ-ერთი უახლოესი ამოცანა არის ის რომ, იმისთვის, რომ  სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, მიწა უნდა დაურიგდეს პატიოსანი წესით ხალხს, გვქონდა ამაზე ქართულ ოცნებასთან საუბარი, თუ გავაგრძელებთ ამას, იქნება კარგი. მეორე, ლიბერთი ბანკი ძარცვავს პენსიონერებს, გვქონდა განხილვა ძალიან კარგი საბიუჯეტო კომიტეტში და დავრწმუნდით, რომ მართლა ძარცვავენ, როდესაც სესხებზე არანორმალურ პროცენტს უწესებენ. დავძარით ეს საკითხი, ერთად გავაგრძელოთ და  დანარჩენ საკითხებზე ყველამ ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი