logo_geo
ჟოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების რუსეთის ზეწოლისგან დასაცავად, საუკეთესო გზა რეფორმებია
- +

29 აპრილი. 2021. 02:21

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების რუსეთის ზეწოლისგან დასაცავად, საუკეთესო გზა რეფორმებია“, – ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთაც ჩვენ ვეხმარებით, წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ზეწოლას, იმპერატიულად უნდა გაატარონ რეფორმები. მათ უნდა გამოიყენონ ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა არა ქირად, არამედ ინსტრუმენტად, რითაც წინ წასწევენ შიდა რეფორმებს. დიახ, ისინი არიან რუსეთის ზეწოლის ქვეშ.

საუკეთესო გზა წინააღმდეგობის გასაწევად არის რეფორმირება და სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად გადაქცევა, რათა მათ მიაღწიონ ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩამოაყალიბონ მდგრადი საზოგადოება, რომელიც იცხოვრებს თავისუფლად და ჩვენი მხარდაჭერით. ეს არის საუკეთესო გზა, რუსეთის ზეწოლის დასაძლევად.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენი დახმარება იყოს დაფუძნებული გარკვეულ პირობებზე. როდესაც ამას ვამბობ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები დახმარებას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენმა დახმარებამ უნდა გამოიღოს შედეგები. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი დახმარება არის ორიენტირებული იმ შედეგებზე, რომელიც გვჭირდება ჩვენც და ცხადია, ამ ქვეყნებსაც“,- განაცხადა ბორელმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი