logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: პოპულიზმის მორიგი ტალღაა, თითქოს ვინმე მოცლილია და მართლა სოლარიუმში იმყოფება - დილიდან სამსახურში ვარ და ვმუშაობ
- +

4 მაისი. 2021. 18:21

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს აქ ვინმე მოცლილად არის და მართლა სოლარიუმში იმყოფება - შემიძლია გაჩვენოთ მიწერ - მოწერა, რომელიც კანონპროექტების ირგვლივ მაქვს დილიდან გაჩაღებული“,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის კრიტიკას უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე.

 

მისი თქმით, მისი კოლეგები საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან, ხოლო აპარატის თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, ოპოზიციის განცხადებები კი პოპულისტურია.

 

„დილიდან ვარ სამსახურში, ჩვენი აპარატის თანამშრომლები არ იმყოფებიან, მაგრამ მათთან არაერთ საკითხზე მქონდა კომუნიკაცია დილიდან და რეალურად მუშაობა მიმდინარეობს, უბრალოდ დისტანციურ რეჟიმში, რომელიც სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოსთვის გახდა სამუშაოს დამახასიათებელი. რა არის ამაში საპროტესტო, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, უბრალო პოპულიზმია, ამით აჩვენებენ ხალხს, რომ თითქოს ვინმე არ მუშაობს, ეს პოპულიზმის მორიგი ტალღაა. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს აქ ვინმე მოცლილად არის და მართლა სოლარიუმში იმყოფება, დილიდან სამსახურში ვარ, დილიდან ვმუშაობ და შემიძლია გაჩვენოთ მიწერ - მოწერა, რომელიც სხვადასხვა საკითხების და კანონპროექტების ირგვლივ მაქვს გაჩაღებული", - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner big_banner
არქივი