logo_geo
ირაკლი ზარქუა: სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ რეგისტრაციაში გაატარეს
- +

13 მაისი. 2021. 14:38

 

 

ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას მიერ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება უმრავლესობის წევრმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

„რადიკალური ოპოზიცია კიდევ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს სტრასბურგში სარჩელი შეაქვთ. ეს არის დავა „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“. ხომ იცით, უგულავა რომელია? 48 მილიონის მოპარვა რომ დაუმტკიცდა; ეს არის „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ესეც, ხომ იცით, რომელია? მათ შორის გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა, ამ თემაზე აქვს პრეტენზია, მე რა შუაში ვარო; და ბოლოს, ჰოი საოცრებავ, „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“, მე რა შუაში ვარო, ხალხს რომ ჯერ მოუწოდა შევარდითო და მერე მიატოვა ხალხი და გვერდზე გადგა. სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ რეგისტრაციაში გაატარეს და ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულად რა არგუმენტებია“, - განაცხადა ზარქუამ.

 

მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელები შეიტანეს.

 

 

big_banner
არქივი