logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციის და ბულინგის გამო
- +

15 მაისი. 2021. 15:46

 

 

„როდესაც ადამიანს აბულინგებ და აბრალებ ყველა ცოდვას, რაც შეიძლება დააბრალო და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ელემენტარულად ახალი შეტევა მაინც აღარ უნდა წამოიწყო, თუ იმდენი სინდისი არ გაქვს, რომ ბოდიში მოიხადო,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ბოდიში აქვს მოსახდელი.

 

„მე არ ვიცი, თამარ ჟვანიას პირადი გეგმები როგორია ახლა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცი, რომ იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის შესახებ დღეს უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას, ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით შეთანხმდა.

 

„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ არცერთ პუნქტს მათ შორის დოკუმენტის სულისკვეთებას არ არღვევს და არ უარყოფს.

 

პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერესი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ყველა ის წინადადება იქნება გათვალისწინებული, რომელიც ამის უზრუნველყოფას შეეხება. რატომ მიდის „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე?! იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ არჩევნების ჩატარება აღარანაირად აღარაა დაკავშირებული გაყალბებასთან, აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები არ არის გაყალბების აღსაკვეთად, რადგან გაყალბება ისედაც აღკვეთილია - საარჩევნო კოდექსიდან ამოღებულია ყველა ის პუნქტი, რითაც ადრე არჩვენები ყალბდებოდა და რომელსაც „მოქალაქეთა კავშირი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ ისეთი კოდექსი, რომელიც აღქმის დონეზეც კი არავის მისცემს ზედმეტის თქმის უფლებას, ამიტომ შარლ მიშელის დოკუმენტის გარეშეც ვდგამდით ამ ნაბიჯებს და ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი