logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული
- +

18 მაისი. 2021. 12:49

 

„საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი ბერკეტი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული.

 

„საგამოძიებო კომისიის, ბერკეტის გამოყენებას ოპოზიცია თავს რომ არიდებს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ, რომ მათი ბრალდებები მცდარი იყო. იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ ამის. ისინიც და ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, თავის არიდება ხდება არჩევნების შედეგის გადამოწმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეთავაზებაზე. ეს არის საერთო სურათი, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა საკითხს ჩავეძიოთ, რაც თუნდაც ამ ბრალდებებს უკავშირდება და ამისთვის მუშაობს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

big_banner
არქივი