logo_geo
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა რა საკითხები განიხილება კახა კუჭავას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე
- +

19 მაისი. 2021. 10:40

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. კახა კუჭავა დღეს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების თემებსა და NATO-ს დაგეგმილ სამიტს.

 

„NATO-ში შეხვედრაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. შესაბამისად, ჩვენი ინტეგრაცია NATO-ში, ისევე როგორც ევროკავშირში, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გვექნება საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების თემებსა და NATO-ს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება და იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენს ქვეყანას NATO-ს სამიტისგან გვაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი