logo_geo
დავით სალარიძე: ომბუდსმენის საქმე პირველი ჯაბა იოსელიანის უკანონოდ დაპატიმრებას შეეხებოდა
- +

ავტორი ანა ფერაძე

21 აპრილი. 2017. 16:36



დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ომბუდსმენი დავით სალარიძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის მიზეზებზე და მაშინ არსებულ პრობლემებზე საუბრობს. სალარიძის თქმით, ომბუდსმენის პირველი საქმე ჯაბა იოსელიანის უკანონო დაპატიმრებას შეეხებოდა.


„ომბუდსმენის პირველი საქმე ჯაბა იოსელიანის უკანონოდ დაპატიმრებას შეეხებოდა. იგი რეგისტრირებული იყო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად და დაპატიმრების დროს ამ მანდატს ვადა გასული არ ჰქონდა. საჩივარი საფუძვლიანი იყო, მაგრამ ამ დროს ჯაბა იოსელიანი იმხილებოდა როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

მისი მოტივაცია ფორმალური თვალსაზრისით იყო სწორი. ამასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვამზადეთ და გავაგზავნეთ დანიშნულებისამებრ. მაგრამ, იოსელიანი ჩვენი მიმართვის საფუძველზე არ გაუთავისუფლებიათ. პირიქით, გაასამართლეს და მიუსაჯეს კიდეც.

 

ამ დროს დაკავებულები არიან ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც პრეზიდენტზე მეორე ტერაქტის მოწყობაში იმხილებოდნენ.

 

დაპატიმრებულები იყვნენ ნუგზარ მოლოდინაშვილი, მამა-შვილი გელბახიანები და სხვები. არცერთ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს უკან არ დაუხევია და ყველგან შედეგიანი იყო ჩვენი ჩარევა", - აღნიშნა დავით სალარიძემ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი