logo_geo
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმებას მოეწერა ხელი
- +

21 მაისი. 2021. 11:25

 

 

აქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

 

შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ იყო წარდგენილი. სააგენტო საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

 

ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნეს.

 

დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.

big_banner
არქივი