logo_geo
კახა კუჭავა: სასამართლო რეფორმას წინ არაფერი უდგას, რადგან ნება არსებობს და ეს განხორციელდება
- +

23 მაისი. 2021. 01:43

 

 

„მიშელის დოკუმენტში თეთრზე სავით წერია ვალდებულებები, რომელებიც მხარეებმა უნდა შეასრულონ. ნებისმიერი გადახვევა ამ დოკუმენტიდან უკვე ჩაითვლება ვალდებულების არშესრულებად. ჩვენ მითითებული ვადების მიხედვით უნდა გავატაროთ რეფორმები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესის საბჭოს საქმიანობის შესახებ,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებზე და პარლამენტი ვერ შევა იმაზე შიგნით და ვერ ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში, მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტზე ხელია მოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სულისკვეთება ყველამ გაიზიაროს. ჩვენი კომპონენტი რაც არის, პარლამენტმა და პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ პირნათლად. ის, თუ დღეს რა დაბრკოლება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიმე სხვა ორგანოს ფუნქციონირებამ, რომელიც შემდეგ ჩვენი დასარეფორმირებელი იქნება, ამას დრო გვაჩვენებს. მე ვისურვებდი ეს ყველაფერი ისე განხორციელდეს, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს გარკვეულ საკითხებზე უკან დაბრუნება. მე აუცილებლად გავეცნობი კარლ ჰარცელისა და კელი დეგნის წერილს, აუცილებლად მექნება კომუნიკაცია ყველა მხარესთან და ვისურვებდი ეს საკითხი ისე გადაწყდეს, რომ გადადგმული ნაბიჯები არ იყოს დამაბრკოლებელი შეთანხმების ვალდებულებების კუთხით. სასამართლო რეფორმას წინ არაფერი უდგას, რადგან ნება არსებობს და ეს განხორციელდება, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც არ უნდა იწვევდეს ჩარევას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი