logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენს პარტიასა და ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია
- +

23 მაისი. 2021. 15:43

 

 

„დღეს ჩვენს პარტიასა და ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ყველას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ერთ მუშტად შეკრული ვითარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვება პროვოკაციული ინფორმაციაა.

 

„ეს არის პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, დაშლილი და ფაქტობრივად დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, იმისთვის, რომ გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი