logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც „ნაცმოძრაობისთვის“ თანაბრად პრობლემურია
- +

24 მაისი. 2021. 11:42

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ჩაიგდო თავი ჩიხურ მდგომარეობაში და შედეგად, დღეს ამ პარტიისთვის თანაბრად პრობლემურია, შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

 

„ნამდვილად აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში, დილემის წინაშე არიან. მათი პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია. თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აქტიურად მართავენ შეხვედრებს და მსჯელობენ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. საქართველოში ჩანიშნულ შეხვედრებამდე, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინას სტუმრობდა. 16 მაისს, ის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

right_banner big_banner
არქივი