logo_geo
ბექა ლილუაშვილი: საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, გახარია ვისი პროექტია, პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის პროექტია
- +

31 მაისი. 2021. 12:28

 

 

„საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, გახარია ვისი პროექტია, პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის პროექტია“, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

რაც შეეხება პარტიის დაფინანსების საკითხს, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი სპეკულაციაა, თუმცა, როდესაც პარტია დარეგისტრირდება, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს, პარტია საიდან ფინანსდება პარტია.

 

„პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების შეფასებებია და ჩვენ ყოველთვის ამ შეფასებებიდან ამოვალთ. საქართველოს მოქალაქე დაინახავს გახარიასთან მიმართებით, ვისი პროექტია. პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის პროექტია. ამიტომ, არ ვაპირებ ჩაბმას იმ პოლიტიკური ბატალიების ნაწილში, რომელშიც ყველა მხარეს უნდა, რომ ჩაგვითრიოს. ამისთვის უბრალოდ დრო არ გვაქვს.

 

გიორგი გახარიამ, ისევე, როგორც თითოეულმა ჩვენგანმა ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლის დროს ვთქვით, რომ შევდივართ პოლიტიკურ პროცესში და გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ის ამ პასუხისმგებლობას გრძნობს არსებული რეალობიდან გამომდინარე და ის ამ მოცემულობის ნაწილიც იყო.

 

დაფინანსებასთან დაკავშირებით ბევრჯერ მოვისმინეთ სხვადასხვა სპეკულაცია. ერთნი გვაბრალებენ ივანიშვილის პროექტობას და მის დაფინანსებას. მეორე კეზერაშვილის დაფინანსებას გვაბრალებს. ეს პროცესი გამჭვირვალეა. როდესაც პარტია დარეგისტრირდება და ეს პროცესი დაიწყება სხვადასხვა შემოწირულობის სახით, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს, პარტია საიდან ფინანსდება“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი