logo_geo
ალეკო ელისაშვილი: წავალ და თავს დავიხრჩობ მტკვარში...
- +

31 მაისი. 2021. 14:52

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ან რის ფასად შემოდის პარლამენტში? ხომ არიან ღირსები, ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლას ფასი ჰქონდა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ნათქვამს ასრულებენ.

 

„მოქალაქეები“ როდესაც შემოვედით პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გასატარებლად ვართ პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ან რის ფასად შემოდის? – მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან? თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული? ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსები, ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი? ჩვენ შემოსვლას ფასი ჰქონდა, რაც ვთქვით, ვასრულებთ – ძალიან მაგარ საარჩევნო რეფორმას მიიღებს ქვეყანა. ისინი რატომ შემოდიან? – დაეტიონ ქუჩაში, ირბინონ და აბარონ ანგარიშები სააკაშვილს, იქ კიევში მოიწყონ თავისთვის პარლამენტი. ჩვენ, მე და ლევან იოსელიანს რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ. ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს აღებულს, წავალ და თავს დავიხრჩობ მტკვარში. დედაწულიანად რომ გამოდიოდნენ გამწკრივებულები, რატომ გვაბრალებდნენ ამ ჭუჭყს, მაშინ თვითონაც ფული ჰქონიათ აღებული, ჩემო ბატონო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი