logo_geo
დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია
- +

3 ივნისი. 2021. 12:05

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.

 

მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

 

„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

right_banner big_banner
არქივი